«თბილისიადა»
2024 წლის 12 მაისს გაიმართა არაოლიმპიური სპორტის სახეობათა თამაშები „თბილისიადა“, რომელიც ეძღვნებოდა სპორტული კომენტატორისა და მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნას. ღონისძიება ჩაატარა საქართველოს არაოლიმპიური სახეობის სპორტის თბილისის განყოფილება მისი პრეზიდენტის — ტატიანა ქოროღლიშვილის — ხელმძღვანელობით. თამაშების ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ცხონებული ჯამლეტ ხუხაშვილის მეუღლე ევა ბაბალაშვილი, მიხაილ ხუხაშვილი და ოლიმპიური კომიტეტი, მისი პრეზიდენტის სახით — ლერი ხაბელოვი.
„თბილისიადა“ ჩატარდა ოლიმპიურ ქალაქის დარბაზში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა არაოლიმპიური სახეობის ფედერაციები. თამაშებს დაესწრო ჯამლეტ ხუხაშვილის მეუღლე — ევა ბაბალაშვილი, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა ღონისძიება და დარჩა კმაყოფილი თამაშებით. ასევე გახსნისას სიტყვით გამოვიდა ევა ბაბალაშვილი და მიხაილ ხუხაშვილი (საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი), რომლებმაც გამოხატეს მადლობა ღონისძიების გარდაცვლილ ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნის მიძღვნისთვის.
„თბილისიადაზე“ გამოსული იყო ქართული ცეკვის ანსამბლის ,,ფარი“ ლაშა მსხვილიძე ხელმძღვანელობით და შეასრულეს ცეკვა: ,,კავკასიური». საჩვენებით გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს კრავ-მაგას, ჯიუ-ჯიცუს, ტაეკვან-დოს და შოტოკანის ფედერაციები. რის შემდეგაც დაჯილდოვდა თითოეული ფედერაციებიდან ხუთი საუკეთესო სპორტსმენი.
Поделиться ссылкой:
- Нажмите, чтобы открыть на Facebook (Открывается в новом окне)
- Послать ссылку другу по электронной почте (Открывается в новом окне)
- Нажмите, чтобы поделиться на Twitter (Открывается в новом окне)
- Нажмите, чтобы поделиться в Telegram (Открывается в новом окне)
- Нажмите, чтобы поделиться в WhatsApp (Открывается в новом окне)